მე ვარ ლელა კობახიძე, გორის რაიონის სკრის საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი. დეკემბერში მონაწილეობა მივიღე საქართველოს საჯარო სკოლების ისტ მენეჯერებისა და საგნის პედაგოგების ერთობლივი გადამზადების პროექტში.
ტრენინგ-პროგრამის გავლისას გავეცანი GEARN-ის ქართულ პროექტებს. ყველა ძალიან მომეწონა. პროექტები ცემს მოსწავლეებსაც გავაცანი. რადგან საქართველოში ბევრი ულამაზესი ისტორიული ძეგლია, რომლებიც ჯერ კიდევ არ გვინახავს, გადავწყვიტეთ, რომ გვემუშავა პროექტზე „ტურისტული გზამკვლევი“.
პროექტზე ვიმუსავე VIII კლასის მოსწავლეებთან ერთად. გადავწყვიტეთ შესასწავლად აგვერჩია ქარელის რაიონის სოფელ სამწევრისში მდებარე ისტორიული ძეგლები. დარინა მაზიაშვილი, ვანო კოპალაძე, დავით მაზიაშვილი, ვალერი შავარდენიძე, მიხეილ ამბროსაშვილი, ლედი ოქროშიაშვილი ხალისით შეუდგნენ მასალების შეგროვებას.
სამწევრისი მტკვრისპირა სოფელია.სერგი მაკალათია გვამცნობს ,თავდაპირველად აქ დასახლებულა სამი კომლი-სამი წევრი და ანის გამო ეწოდა თურმე სამწევრისი.
1893 წლის გაზეთი „ივერია“ სამწევრისზე წერს: „რამდენიმე კომლი აქ დიდს გაჭირვებაშია უჭირნახულობის გამო.ამ საწყლებს თვეზე მეტი იქნება,რაც ჭირნახული ვერავისგან გაუმართნიათ.მართალია,სოფელ ქარელში ბევრი პური აქვთ გაყიდული ურიებს,მაგრამ ხუთ მანათს ფეხს არ უცვლიან და სად უნდა იშოვნოს ხუთი მანათი იმ გლეხკაცმა,რომელსაც პერანგი არ აცვია ტანზედ.წარმოიდგინეთ,ამ საშინელ გაჭირვების დროს სოფელ სამწევრისის მაღაზიაში ორმოც კოდამდინ პური აქვთ და მაგრა დაუკეტ-დაუბეჭდიათ,არავის აძლევენ სესხად“.
სოფელში ორი მონასტერია.მამათა მონასტერი ჯვრის ტაძართანაა დაფუძნებული,მოშორებით-მთავარანგელოზთა ტაძრის დედათა მონასტერი ფუნქციონირებს.მამათა მონასტერს იღუმენი დოროთე(დევაძე) უძღვება,დედათა მონასტერს სწემიღუმენია ალექსანდრა(ძაგნიძე) წინამძღვრობს.
სამწევრისში მცხოვრებ თენგიზ ნონაშვილს ბევრი რამ ახსოვს სოფლის შესახებ.
-გადმოცემით ვიცი,რომ სოფელში ქოლერა გაჩენილა და მოსახლეობა დახიზნულა.აქ მხოლოდ სამი ოჯახი დარჩენილა.ამიტომ დარქმევია სოფელს სამწევრისი.აქ ოთხი სალოცავი იყო-წმინდა გიორგის(ახლა ჯვრის სახელობის მამათა მონასტერი),ღვთისმშობლის სახელობის(ახლა მთავარანგელოზთა დედათა მონასტერი),კვირაცხოვლის და ჟამატურის .კვირაცხოვლის ნანგრევებიღაა შემორჩენილი.ჟამატურის ტაძარი,მახსოვს,სოფლის კანტორასთან იდგა.
სამწევრისში აჭარლების ჩამოსახლებამდე 60 ოჯახი ცხოვრობდა,ახლა 90-მდე ვართ.აჭარლების ნაწილი თავის წეს-ჩვეულებებს მისდევს.ახალგაზრდები უფრო ცდილობენ,მართმადიდებლურად მოინათლონ.ყველას კარგი ქართული გვარები აქვს:მიქელაძეები,ჯაიანები...სამწევრისში ცხოვრობს ნონაშვილების 20 ოჯახი,მამიჯანაშვილები,ცხოვრებაშვილები,იკოშვილები,ბერიძეები,ნაზაროვები, კარფახჩოვები.ეს ისტორიული სოფელი ზაზა ფანასკერტელის დროს ქალაქი ყოფილა.თავად ზაზა ფანასკერტელის ციხე-კოშკი ორთუბანშია.
რწმენა აქვს ხალხს,მაგრამ ეკლესიურად ცოტანი ცხოვრობენ.პირადად მე სულ ტაძარში ვარ და ღვთისმსახურებს ვეხმარები მშენებლობაში.ერთ ამბავს გავიხსენებ თქვენი ნებართვით.ჩემს ნაკვეთში დიდი ორმო ამოვთხარე.ბარს სახლის მცირე ნამწვავები ამოჰყვა.ცოტა შეუძლოდ ვიყავი,მუშაობას თავი დავანებე და შინ წავედი.იმ ღამეს სიზმარი ვნახე.თითქოს ცხენზე ამხედრებული წვეროსანი კაცი მოვიდა და დამიშალა მიწის გათხრა.მეორე დგეს პირჯვარი გადავიწერე და ნათხარი გავასწორე.მას შემდეგ არაფერს შევუწუხებივარ.ჩანს,ამ ადგილას ძველი ქალაქი იყო.
სამწევრისის ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარის მაია მიქაძის მონაყოლით XIV საუკუნემდე ეს ადგილები კონსტანტინე ბატონიშვილის საკუთრევა ყოფილა,შემდეგ ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილს აუშენებია ციხე და ნელ-ნელა მოსახლეობაც მომრავლებულა.გადმოცემით,სამწევრისი წინათ სავაჭრო ქალაქი ყოფილა,ბაზარმრავალი.მერე ჭირს გაუწყვეტია.მონასტრების დაფუძნების შემდეგ მოსახლეობამ ნელ-ნელა დაიწყო სირული ტაძარში.
-ოცი წელიწადია,ეკლესიაში დავდივარ,-გვიამბობს ვერა შენგელია,-ჯერ ქარელში დავდიოდი.ყველას უკვირდა ჩემი ეკლესიური ცხოვრება.მეუღლესაც კი.მადლობა უფალს,რომ სამწევრისში მონსტრები გაიხსნა.ვცდილობ,არ გავაცდინო წირვა-ლოცვა.
სოფლის თავზე,მაღალ გორაკზე დგას VII საუკუნის შესანიშნავი ძეგლი-სამწევრისის წმინდა გიორგის ტაძარი(დგეს ჯვრის მონასტრის სახელითაა ცნობილი).ეს პატარა ეკლესია მაღალგუმბათიანია.შიგ და გარეთ მოპირკეთებულია თლილი ქვით.1940 წლის მიწისძვრამ სამწევრისი ძლიერ დააზიანა.
ტაძრის ერთ-ერთი ფასადის X საუკუნის ასომთავრული წარწერა მოგვითხრობს სამწევრისის წინამძღვრის-დომნინოსისა და გიორგი თუალიძის მიერ არხის გაყვანის ამბავს.წარწერაში მოხსენიებულია აფხაზთა მეფე კონსტანტინე,რომელიც მეფობდა X საუკუნის დასაწყისში.სამხრეთის ფასადის მეორე წარწერა მისი განმაახლებლის მერაბ ფანასკერტელისაა: „მეორედ მაშენებელსა ფანასკერტელს მერაბს შეუნდვეს ღმერთმან.ზედამდეგს ცოდვილს საბას შეუნდვეს ღმერთმან“.
ეს მერაბი ზაზა ფანასკერტელი-ციციშვილის შვილია.სიგელებში მერაბ ფანასკერტელი-ციციშვილი ორჯერ გვხვდება:XVI საუკუნის 20-იან და 70-იან წლებში.ქვათახევის მონასტრის სიგელში,რომელიც გაცემულია მერაბის მიერ 1520 წელს,ნათქვამია: „დიდისა ფანასკერტელისა ციციშვილისა პატრონსა ზაზას ძის მერაბისა“.
XV-XVI ს.ს.-ის მიჯნაზე აქაურობის მფლობელებს -ფანასკერტელ-ციციშვილებს,კერძოდ,მერაბ ციციშვილს,ეკლესია შეუკეთებიათ და უკურთხებიათ წმინდა გიორგის სახელზე.თავიდან წმინდა ჯვარი ეწოდებოდა.წარწერაში მოხსენიებული ზედამდეგი საბა განახლებას ხელმძღვანელობდა. ნაგებობა დგას სამსაფეხურიან ცოკოლზე ,რ-ის ქვეშ განიერი ბაქანი კლდეს ემყარება.
ეკლ.თავისუფალი ჯვრის ტიპის ,ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა(9,6XX8,8 მ;სიმ.გუმბათქვეშ 10,6 მ.),ნაშენია მონაცრისფრო-მოყვითალო ქვიშაქვის კარგად გათლილი მოზრდილი კვადრებით.გეგმის ჯვრისებრი მოხაზულობა მკაფიოდაა გამოვლენილი ინტერიერში და გარე მასებშიც.ნაგებობის აღმ.-დას. ღერძი რამდენადმე წაგრძელებულია.შესასვლელი სამხრ-დანაა.ეკლესიის ინტერიერი წარმოადგენს ერთიან სივრცეს.ცენტრ გუმბათქვეშა კვადრატში ყოველი მკლავის წინ დამატებულია განიერი თაღი.კვადრატიდან გუმბათზე გადასვლა განხორციელებულია ტრომპების სისტემით:კვადრატის კუთხეებში მოთავსებულია ოთხი დიდი ,მათ ზემოთ კი რვა მცირე ტრომპი.რვაწახნაგა გუმბათის ყელში ორი სარკმელია-აღმოსავლეთით და დასავლეთით.აღმოსავლეთის სარკმელის თაღს ზემოთ რქების ორნამენტირებული სტილიზებული გამოსახულებაა.გუმბათის ყელში გაჭრილი ვიწრო სარკმელები მოურთველია.
ეკლესიისათვის მოგვიანებით სამხრეთით მიუშენებიათ კარიბჭე,რომელიც 1925 წელს სოფლის მოსახლეობას მოუნგრევია.
მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით ჯვრის ტაძართან მამათა მონასტერი დაფუძნდა.პირველად აქ წირავდა მეუფე დავითი(ტიკარიძე),მაშინ მღვდელმონაზონი იყო.მან გააკეთა კანდელი,დადგა ტრაპეზი.
იღუმენი დოროთეს გადმოსვლის შემდეგ დაიწყო მონასტრის მშენებლობა.ადრე აქ ხალხი საქეიფოდ ამოდიოდა,ახლა რომ მოდიან,მამები უხსნიან,თუ რა დანიშნულება აქვს ტაძარს,მონასტერს.ღვთის შეწევნით,ნელ-ნელა მიხვდნენ,რომ ტაძარს სათუთად უნდა მოექცნენ,რომ ეს არის სალოცავი და არა საქეიფო ადგილი.
მამა დოროთე მოგვითხრობს:
- თავიდან არანაირი ფინანსური ხელშეწყობა არ გვქონდა.მღვდელმათავრის ლოცვა-კურთხევას დიდი ძალა აქვს და შეგვეწია მშენებლობის დაწყებაში.მერე ნელ-ნელა გამოგვიჩნდა მრევლი,კეთილისმყოფელები.
როგორც მეუფე იობი ბრძანებს,მონასტერში უპირველესი საქმე არის მორჩილება,თავმდაბლობა.როდესაც კაცი მონასტერში მოდის,იქ მას უნდა დახვდეს სულიერი გარემო,რათა სულიერად დაისვენოს,იგრძნოს სიყვარული,თავდადება,ერთგულება,დაინახოს ურთიერთშორის ქრისტიანული დამოკიდებულება,ქრისტიანული ცხოვრება.მოსე შავი როცა მონასტერში მივიდა და იქ დაინახა თავდადება,სიყვარული,სასულიერო ცხოვრება აირჩია და ცნობილი სასულიერო პირი გახდა.ერში ძალიან გართულებულია ცხოვრება.ადმიანები სულიერად ძალიან დამძიმებულები არიან.როცა პირველად მივედი მონასტერში,იქ სიმართლე,ჭეშმარიტება,სიყვარული დავინახე,რამაც საბოლოოდ გადამაწყვეტინა მონასტრული ცხოვრება.
ბერისთვის მთავარია მორჩილება და თავმდაბლობა.როგორც უფალი ბრძანებს, „შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა სულითა,ყოვლითა გონებითა და ყოვლითა გულითა“.ეს მცნებები ბერმა თავისი ცხოვრებით უნდა განახორციელოს.
* სამწევრისის ჯვრის მამათა მონასტერი
მთავარანგელოზთა დედათა მონასტერი ტიტქოს დარაჯად უდგას ამ ხეობას. გალავანზე აღმართული დიდი ჯვარი გადმოჰყურებს მიდამოს, როცა ირგვლივ წყვდიადი დაისადგურებს, განატებული ჯვარი იცავს ერს და ბერს.
მონასტერი მდებარეობს სოფლის დას-ით, შემაღლებულ ადგილზე. თარიღდება ფეოდალური ხნით. კომლექსში შედის: დიდი კოშკი, ეკლესია, გალავანი, აგრეტვე სასახლის და სხვადასხვა ნაგებობის ფრაგმენტები. საერთო ფართობი დაახლოებით 2000 კვ. მ-ია. გეგმით მოგრძო მრავალწახნაგის ფორმის ციხედარბაზის ტერიტორიაზე (82X42,3 მ) ამჟამად ორი ეზოა. სამხრეთის ეზო უფრო პატარაა და აქ ნაგებობები შედარებით უფრო უკეთაა შემონახული; ჩრდ-ის დიდ ეზოში კი ძლივს გაირჩევა შენიბათა საძირკვლები. გამოიყოფა 5 ძირითადი საშენი ფენა ადრინდელ ფეოდალურ ხანაში აქ მდგარა დიდი კოშკი, ცოტა მოგვიანებით მას მიაშენეს გალავანი და ეკლესია. მშენებლობის მესამე პერიოდს განეკუთვნება გალავნის ფრაგმენტი რომელიც კოშკს ეკვრის სამხრეთიდან. შემდეგ სამშენებლო ფენის (XVI-XVIII სს) ნაგებობები ნაშენია ნატეხი ქვით და შედარებით დიდი ფართობი უკავია. აქ არის ნაგებობათა უმეტესი ნაწილი. მეხუთე ფენას მიეკუთვნება მეორე (სამხრ. მონაკვეთი) ქვედა გალავანი და იქ მდგარი ნაგებობები (გარდა ეკლესიისა) გვიანდელი განახლება და მშენებლობა, სავარაუდოა, დაკავშირებულია ფანასკერტელ - ციციშვილების გვარის წარმომადგენელთა, (კერძოდ მერაბ ციციშვილის) მოღვაწეობასთან.
(ა) დიდ კოშკს (10,8X11,2 მ) გარედან კუთხეები მომრგვალებული აქვს, კედლები სქელია (2,05 – 2,5 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. მოღწეულია სამი სართული.აკლია ზედა ნაწილი.შესასვლელი II სართულზეა.ფანჯრები და საბრძოლო ხვრელები დიდი ზომისაა.I,ყრუკედლებიანი დამხმარე სართული იყო.სართულშუა გადახურვა ხისაა.II სართულის (სიმ.3,65 მ.)ჩრდ.-დას. კედლის კუთხეში გაჭრილია კარი,დანარჩენი სამი კედელი ყრუა,III სართულის სამი კედელი ყრუა,მეოთხე,ჩრდ.-დას. კედელში დატანებულია კარი და კიბე,რ-იც ადიოდა IV სართულზე.III სართული(სიმ.დაახლ.5,5 მ;ასეთი სიმაღლე იშვიათია უძველეს კოშკებშიც კი) განკუთვნილი უნდა ყოფილიყო საცხოვრებლად და თავდასაცავად.
ეკლესია მდებარეობს ციხე-დარბაზის განაპირას,დას-ით,გორაზე,ჩართულია გალავნის ჩრდ.-აღმ-ის მონაკვეთში.ეკლესიის პირველი სამშენ.ფენა თარიღდება ადრინდ.ფეოდ.ხანით,მეორე-XVI-XVII საუკუნით.
ეკლ.დარბაზულია(13,2X8,8 მ.),ნეგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით.გადაკეთების შედეგად დაკარგული აქვს პირვანდელი სახე.შესასვლელი სამხრ-ით და დას-ითაა,სარკმლები-აღმ-ით,დას-ითა და სამხრ-ით.
XV-XVII სს-ის გალავანი(შემორჩენილი ფრაგმენტის სიგრ.14 მ-ია,სიმ. 9 მ) ნაგებია ნატეხი ქვით.ასევე ნატეხი ქვითაა ნაშენი მშენებლობის ბოლო ორი პერიოდის (XVI და XVIII სს.)სასახლე და სხვა შენობები,რ-თა ფრაგმენტებია შემორჩენილი.
* დედათა მონასტრის შესასვლელი
დედათა მონასტრის წინამძღვარია სქემიღუმენია ალექსანდრა.დედა ალექსანდრამ საკუთარ თავზე მომხდარი სასწაულის შესახებაც გვიამბო: „ოთხი თვე მძიმე მდგომარეობაში ვიყავი.სწრაფი სარკომა მქონდა და აღარავის ეგონა,თუ ცოცხალი დავრცებოდი.მოხდა სასწაული და ბოლო თვეებში მოვიკეთე.ჩემი მოძღვარი,ახლა უკვე მეუფე ეფრემი ,მოდიოდა სანახავად,მანუგეშებდა.ერთ მშვენიერ დღეს დადგა ის დრო,რომ უნდა გავსულიყავი ამ ქვეყნიდან.მოძღვარმა მაზიარა კიდეც.მას შემდეგ მოხდა სასწაული და სიცოცხლე დამიბრუნდა.რამდენიმე დღის შემდეგ ფეხზე დადგომა შევძელი და ჩემებს ვთხოვე,სამწევრისის დედათა მონასტერში წამიყვანეთ-მეთქი.მძიმე მდგომარეობაში მყოფი უფალს ვევედრებოდი,რომ ჩემთვის ცოტა დრო მოეცა ცოდვების მოსანანიებლად და დარჩენილი ცხოვრება გამეტარებინა იქ,სადაც უფლის დიდება იქნებოდა,თან შევძლებდი საკუთარი სულის ცხონებას.ვერ გეტყვით,რითი შემიწყალა უფალმა.მადლობელი ვარ უფლის ,რომ ღირსი გამხადა მისი მსახურების.
კოშკი სტარატეგიული მნიშვნელობის ყოფილა.იგი იცავდა ძამის ხეობას მტკვრის შესართავთან და გორის ციხეს.კეტავდა ძამისა და მტკვრის ხეობებს სამწევრისთან.
პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებმა მეტად ლამაზი ისტორიული ძეგლები დაათვალიერეს და შეისწავლეს.ამის გარდა,მათ გამოუმუშავდათ კვლევა-ძიების,დამატებით ლიტერატურაზე მუშაობის ,ინფორმაციის კომპიუტერულად დამუშავების,ინტერვიუს აღების უნარ-ჩვევები.ისწავლეს ჯგუფური მუშაობა,ურთიერთთანამშრომლობა,ექსკურსიის ორგანიზება.გაეცნენ საკუთარი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას.
ყოველივე ეს კი პირდაპირ კავშირშია ეროვნულ სასწავლო გეგმასთან.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტორია-გაიღრმავებენ ცოდნას საკუთარი ქვეყნის შესახებ,ისწავლიან ისტორიული ობიექტების აღწერას,გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების უნარი,შედგენილი ცხრილების,რუკების,დიაგრამების სახით აწარმოებენ წარმოდგენილი ინფორმაციის განმარტებას.
აღწერენ მშობლიურ კუთხეში მდებარე ბუნებრივ ან/და ხუროთმოძღვრულ ძეგლს(ძეგლებს) და მოიპოვებენ მათზე ინფორმაციას(ლეგენდა,თქმულება და ა.შ.).
გეოგრაფია-მათი ცოდნა მიუახლოვდება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სტანდარტებს.გაეცნობიან საკუთარი მხარის ბუნებას,ისწავლიან გეოგრაფიული ობიექტების დასახელებას და მოგზაურობის მიზეზის და შედეგის დადგენას.
წინასწარ შერჩეული თემისათვის ამზადებს და აანალიზებს მასალას(ინფორმაციული ხასიათის,კრიტიკული,სამეცნიერო,საკითხის კვლევის ისტორია).
სხვადასხა საშუალებით (ლექსიკონი,საენციკლიპედიო სტატიები,დარგობრივი ცნობარები,ინტერნეტი და ა.შ.) გადაამოწმებს შერჩეულ მასალას სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით(წყაროს სანდოობა,აქტუალურობა,რელევანტობა).
ხელოვნება-გააკეათებენ ალბომს,დახატავენ,გამოიკვლევენ ძეგლის არქიტექტურას,მის წარმოშობასა და ასაკს.
ამოიცნობს ამა თუ იმ ეპოქის კულტურის ხელოვნების ნიმუშების დამახასიათებელ ზოგიერთ ნიშანს.
აგროვებს ინფორმაციას მისთვის საინტერესო ისტორიული პერიოდის ქართული ხელოვნების ძეგლებზე და აცნობს თანაკლასელებს მოხსენების,თვალსაჩინო მასალის სახით.
ფიზიკური აღხრდა-ლაშქრობისას იცავს როგორც პირად,ასევე თანაგუნდელთა უსაფრთხოებას და იყენებს უსაფრთხოების დაცვის საყოველთაოდ მიღებულ წესებს.
იცის ატმოსფერული მოვლენებისაგან თავის დაცვა,იცნობს საკვებად ვარგის და სამკურნალო მცენარეებს.
თავს არიდებს უცნობ გარემოში გადაადგილებას თანმხლების გარეშე.
სპორტული ლაშქრობის დროს ზრუნავს სუსტებზე და უმცროსებზე.
ისტ.-იყენებს ისტორიის საშუალებებს და გლობალურ ქსელში არსებულ ინფორმაციას ზოგადი უნარების დასახვეწად და ძირითადად სასწავლო დისციპლინებში საკუთარი მიღწევების გასაუმჯობესებლად.
იყენებს ისტორიის საშუალებებს და გლობალურ ქსელს (ელექტრონული ფოსტა,ღია ფორუმები,ინტერნეტი) ასაკობრივი ჯგუფის შესატყვისი ინტერესების,მისწრაფებების განხორციელების,პრობლემის გადაჭრის,სხვებთან ურთიერთობის და თანამშრომლობის მიზნით;მათ შორის ფართო აუდიტორიისთვის განკუთვნილი ნამუშევრის შექმნის მიზნით.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий